გაიდლაინი განკუთვნილია: სამედიცინო პერსონალისათვის, რომელიც მუშაობს რეტის სინდრომის მქონე ბავშვთან, როგორც სტაციონარში, ისე ამბულატორიაში.
ეს გზამკვლევი (გაიდლაინი) ეხება რეტის სინდრომისთვის დამახასიათებელი საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების და გართულებების პრევენციას.
მასში მოცემულია ინფორმაცია კონკრეტული მდგომარეობების მართვის, პრაქტიკული რეკომენდაციების, ჩასატარებელი კვლევების სიხშირისა და მათი საჭიროების შესახებ.