10 ფაქტი რეტის სინდრომის შესახებ:
- გენეტიკური, ნევროლოგიური დაავადებაა
- ძირითადად გვხვდება გოგონებში, თუმცა შესაძლოა რეტის სინდრომი შეგვხვდეს ბიჭებშიც
- ისეთივე ხშირია, როგორც ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი), ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი და ჰანტინგტონის დაავადება
- ბავშვები კარგავენ შეძენილ უნარებს 1 წლიდან 3 წლის ასაკამდე
- გამომწვევი მიზეზი გენის მუტაციაა, რომელიც იწვევს თავის ტვინში არსებული ცილის არასაკმარის წარმოქმნას
- რეტის სინდრომის მქონე ბავშვების უმრავლესობას არ შეუძლია ლაპარაკი, სიარული და ხელის მიზანმიმართული გამოყენება
- საშუალოდ ყოველ 2 საათში რეტის სინდრომის მქონე 1 ბავშვი იბადება
- პოტენციურად განკურნებადი დაავადებაა. მისი განკურნება თავის ტვინში საკმარისი ცილის წარმოქმნით არის შესაძლებელი
- რეტის სინდრომის მქონე გოგონებს არ აქვთ გონებრივი უნარშეზღუდულობა, როგორც ეს წინათ იყო მიჩნეული
- https://www.girlpower2cure.org/our-cause/what-is-rett-syndrome/