გაიდლაინი განკუთვნილია: სამედიცინო პერსონალისათვის, რომელიც მუშაობს რეტის სინდრომის მქონე ბავშვთან, როგორც სტაციონარში, ისე ამბულატორიაში.
ეს გზამკვლევი (გაიდლაინი) ეხება რეტის სინდრომისთვის დამახასიათებელი მდგომარეობების და გართულებების პრევენციას.
მასში მოცემულია ინფორმაცია კონკრეტული მდგომარეობების მართვის, პრაქტიკული რეკომენდაციების და სხვადასხვა დარგის სპეციალისტთან ვიზიტის, ჩასატარებელი კვლევების სიხშირისა და მათი საჭიროების შესახებ.