• ასოციაციის შესახებ
  • გაწევრიანება
  • კონტაქტი
  • ka GE
  • en EN
  • მთავარი
  • მშობლებისთვის
  • სამედიცინო პერსონალისთვის
  • რეტის შესახებ
No Result
View All Result
Rett Syndrome

როგორ იქმნება წამალი?

ივლისი 31, 2019
in კატეგორიის გარეშე
0
0
გაზიარება
202
ნახვა
Facebook - ზე გაზიარებაTwitter - ზე გაზიარება

წამლის შექმნის პროცესი მრავალსაფეხურიანი პროცესია. მხოლოდ ყველა ეტაპის
წარმატებით გავლის შემდეგ მიენიჭება ქიმიურ ნივთერებას პრეპარატის სტატუსი.
კვლევის მიზანი იმის გარკვევაა, როგორ შეიწოვება, ნაწილდება და გამოიყოფა წამალი
ორგანიზმიდან. შეისწავლიან მისი ზემოქმედების მექანიზმს, ადგენენ საუკეთესო მიღების
ფორმას, გვერდით ეფექტებს, წამლის მოქმედებაზე ეთნიკური და რასობრივი ნიშან-
თვისებების გავლენას და სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებას.

წამლის შექმნის პირველი ნაბიჯი ქიმიკოსის მიერ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების
მიზანმიმართული სინთეზი ან მცენარიდან გამოყოფაა. ამის შემდეგ , პირველ ეტაპზე
ნივთიერების ინ ვიტრო კვლევა (ბაზისური კვლევა) ტარდება, რომლის ერთადერთი
მიზანი ამ უკანასკნელის ტოქსიურობის დადგენაა. ამ საფეხურის წარმატებით გავლის
შემთხვევაში იწყება მომდევნო ეტაპი, რომელსაც პრეკლინიკური კვლევა ეწოდება.
პრეკლინიკური კვლევა ცხოველებზე ტარდება და მიზნად წამლის უსაფრთხოების
დადგენას ისახავს. იკვლევენ, ხომ არ არის წამალი კანცეროგენული, ტერატოგენული,
იწვევს თუ არა გენეტიკურ ცვლილებებს და სხვა.

შემდეგი ეტაპი კლინიკური კვლევის პირველი და მეორე ფაზებია, რომლის დროსაც
კვლევებში ნებაყოფლობით ერთვებიან გამოჯანმრთელებით დაინტერესებული ის
ადამიანები, რომელთა მკურნალობა აქამდე მცირედეფექტური ან უშედეგო იყო.
კვლევის მესამე მულტიცენტრული ფაზა ბევრად უფრო მასშტაბურია რადგან, ამ ეტაპზე
კვლევაში ერთვება ათასობით ადამიანი. კვლევა სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობს
(ვინაიდან წამლის მეტაბოლიზმი ზოგჯერ ეთნიკურ და რასობრივ თავისებურებებზეც არის
დამოკიდებული). ის ერთიდან ოთხ წლამდე გრძელდება. ვინაიდან ეს ეტაპი სხვა
ეტაპებთან შედარებით უფრო ხანგრძლივია, შესაძლოა ამ ეტაპზე თავი იჩინოს მანამდე
უცნობმა წამლის გვერდითმა ეფექტებმა.

როგორც წესი ამ საფეხურს მედიკამენტების მხოლოდ 25-30% გადალახავს. თუ საკვლევი
ნივთიერება ამ კატეგორიაში მოხვდა, მისი რეგისტრაციის ანუ ლიცენზირების შემდეგ
ფარმაცევტული კომპანია იწყებს ამ პრეპარატის გამოშვებას ბაზარზე.
მედიკამენტის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ იწყება კვლევის მეოთხე ფაზა ე.წ
პოსტმარკეტინგული კვლევა, რომელიც დაახლოებით 10 წელს მოიცავს. ეს ეტაპი
აუცილებელია ვინაიდან არსებობს გვერდითი ეფექტები, რომელთა გამოვლენას
პრეკლინიკური თუ კლინიკური ეტაპების ხანგრძლოვობასთან შედარებით გაცლილებით
მეტი დრო სჭირდება.

მსგავსი ბლოგები

სამედიცინო პერსონალისთვის

რეტის სინდრომი – 2024 წლის მიმოხილვა:

მშობლებისთვის

რეტის სინდრომის ისტორია

სამედიცინო პერსონალისთვის

კლინიკური კრიტერიუმები

მშობლებისთვის

კითხვები თერაპიების შესახებ

მშობლებისთვის

რეტის სინდრომი ბიჭებში

მშობლებისთვის

მეტი რეტის სინდრომის შესახებ

Next Post

რეტის სინდრომის მიმოხილვა

წაიკითხეთ ასევე

კვების გზამკლვევი

10 ფაქტი რეტის სინდრომის შესახებ

რეტის სინდრომის ისტორია

რეტის სინდრომი ბიჭებში

როგორ იქმნება წამალი?

რა არის რეტის სინდრომი?

პედიატრის გზამკვლევი

რეტის სინდორმის და სხვა იშვიათ დაავადებათა ასოციაცია

  • Rettgeorgia@gmail.com
  • (+995) 598 580 068
  • (+995) 579 444 768

© 2023 Rettsyndrome.ge

  • ასოციაციის შესახებ
  • გაწევრიანება
  • კონტაქტი
Facebook
Instagram
Youtube
No Result
View All Result
  • მთავარი
  • მშობლებისთვის
  • სამედიცინო პერსონალისთვის
  • რეტის შესახებ

© 2024 Rettsyndrome.ge