• ასოციაციის შესახებ
  • გაწევრიანება
  • კონტაქტი
  • ka GE
  • en EN
  • მთავარი
  • მშობლებისთვის
  • სამედიცინო პერსონალისთვის
  • რეტის შესახებ
No Result
View All Result
Rett Syndrome
Home მშობლებისთვის

რა არის რეტის სინდრომი?

ივლისი 31, 2019
in მშობლებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის
0
4
გაზიარება
2.6k
ნახვა
Facebook - ზე გაზიარებაTwitter - ზე გაზიარება

რა არის რეტის სინდრომი?
რეტის სინდრომი ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც ძირითადად გოგონებში
გვხვდება. დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინებები
(ნიშნები, სიმპტომები) შესაძლოა ადრეულ ასაკში შესამჩნევი არ იყოს. რეტის
სინდრომი თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც მოგვიანებით, დაახლოებით 2
წლის ასაკში გამოვლინდება.

რატომ დაერქვა დაავადებას რეტის სინდრომი?
დაავადება აერთიანებს სხვადასხვა კლინიკურ გამოვლინებებს (ნიშნებს,
სიმპტომებს), რომელიც პირველად 1966 წელს ავსტრიელმა ექიმმა, პროფესორმა
ანდრეას რეტმა აღწერა. დაავადებას სწორედ მის საპატივცემულოდ დაერქვა
რეტის სინდრომი.

რა იწვევს რეტის სინდრომს?
რეტის სინდრომი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც გოგონებში განვითარების
შეფერხების და ფიზიკური უნარშეზღუდულობის ყველაზე ხშირი გენეტიკური
მიზეზია. 15 000 დაბადებულ გოგონაში 1 რეტის სინდრომით იბადება. რეტის
სინდრომის მქონე ადამიანების უმრავლესობას X ქრომოსომაზე არსებული
MECP2 გენის მუტაცია აქვს.

როგორ ხდება რეტის სინდრომის დიაგნოსტიკა?
რეტის სინდრომის დიაგნოზი კლინიკურ გამოვლინებებს (ნიშნებს) ემყარება.
ხშირად, აღნიშნულ კლინიკურ დიაგნოზს გენეტიკური ტესტით ადასტურებენ.

ტიპიური ნიშნები :

  • ასაკის შესაბამისი განვითარების პერიოდი
  • სტაგნაციის (განვითარების შეფერხების) პერიოდი – დაახლოებით 1 წლის
    ასაკიდან რეგრესის დაწყებამდე
  • რეგრესის პერიოდი – როდესაც ბავშვი შეძენილ უნარებს კარგავს (მეტყველება,
    ხელის მიზანმიმართული მოძრაობა). რეგრესის პერიოდი დაახლოებით 9-30 თვის
    ასაკამდე მერყეობს
  • ხელის სტერეოტიპული (განმეორებითი) მოძრაობების განვითარება (ხელის
    პირში ჩადება, ტაშის კვრა, ხელების ფშვნეტა, ხელის გულების მსუბუქი შეხება)
  • სიარულის დარღვევა
  • დაბადებისას ნორმალური თავის გარშემოწერილობა, რომელსაც მოგვიანებით
    თავის გარშემოწერილობის ნელი ზრდა მოსდევს 2 თვიდან 4 წლის ასაკამდე
  • სხვა დაავადებების, სინდრომების და ტრავმის არ არსებობა

სხვა ნიშნები, რომლებიც რეტის სინდრომს შესაძლოა ახასიათებდეს:

  • სუნთქვის პრობლემები (ჰიპერვენტილაცია (სუნთქვის გახშირება),
    სუნთქვის შეკავება, აეროფაგია (ჰაერის ყლაპვა));
  • ცვლილებები ეეგ-ზე;
  • ეპილეფსია – რეტის სინდრომის მქონე ადამიანების 50% -ში
  • ასაკთან ერთად კუნთთა ტონუსის მატება- კუნთი ხდება რიგიდული,
    იწვევს სახსრების დეფორმაციას და კუნთების განლევას
  • არაბალანსირებული სიარული ფართოდ გადგმული ფეხებით (რეტის
    სინდრომის მქონე ბავშვების 50%-ს შეუძლია დამოუკიდებლად
    გადაადგილება);
  • სქოლიოზის განვითარება (ხერხემლის გამრუდება);
  • ზრდაში ჩამორჩენა

 

 

მსგავსი ბლოგები

სამედიცინო პერსონალისთვის

რეტის სინდრომი – 2024 წლის მიმოხილვა:

მშობლებისთვის

რეტის სინდრომის ისტორია

სამედიცინო პერსონალისთვის

კლინიკური კრიტერიუმები

მშობლებისთვის

კითხვები თერაპიების შესახებ

მშობლებისთვის

რეტის სინდრომი ბიჭებში

მშობლებისთვის

მეტი რეტის სინდრომის შესახებ

Next Post

10 ფაქტი რეტის სინდრომის შესახებ

წაიკითხეთ ასევე

რეტის სინდრომის ისტორია

კვების გზამკლვევი

მეტი რეტის სინდრომის შესახებ

რეტის სინდრომი – 2024 წლის მიმოხილვა:

ინფორმაცია რეტის სინდრომის მქონე ადამიანის ზრდის მრუდების შესახებ

ფაქტები რეტის სინდრომის შესახებ

10 ფაქტი რეტის სინდრომის შესახებ

რეტის სინდორმის და სხვა იშვიათ დაავადებათა ასოციაცია

  • Rettgeorgia@gmail.com
  • (+995) 598 580 068
  • (+995) 579 444 768

© 2023 Rettsyndrome.ge

  • ასოციაციის შესახებ
  • გაწევრიანება
  • კონტაქტი
Facebook
Instagram
Youtube
No Result
View All Result
  • მთავარი
  • მშობლებისთვის
  • სამედიცინო პერსონალისთვის
  • რეტის შესახებ

© 2024 Rettsyndrome.ge